Digest Logo

გიორგი ჩაკვეტაძე იუბილარია - ფეხბურთელი 26 წლის გახდა

1756475647
გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე იუბილარია - ფეხბურთელი 26 წლის გახდა.

გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველია. 1999 წლის 29 აგვისტოს  თბილისში დაიბადა, მერაბ ჩაკვეტაძისა და მთვარისა რუხაძის ოჯახში. გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია. 

თავად გიორგი კამერებთან მორიდებულია და პირად ცხოვრებაზეც იშვიათად საუბრობს. Geo Team-თან ბლიცინტერვიუში თქვა, რომ ახლა შეყვარებული არ ჰყავს, თუმცა გიორგის დედა იხსენებს, რომ გოგონებისგან ყოველთვის გრძნობდა ყურადღებას:

„სერიოზული ურთიერთობა არც აქამდე ჰქონია. ამ მხრივ აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა. გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: „ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!“  მთავარია, უბოროტო და მართალი ადამიანი იყოს“, - ამბობდა ფეხბურთელის დედა.

მცირე ხნის წინ მას გოგოლა კალანდაძის ქალიშვილთან, ელენე ზურაბიშვილთან აკავშირებდნენ. ერთად გამოქვეყნებულმა ვიდეომ მაშინ ინტერნეტი „ააფეთქა“, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გიორგი ელენესთან მხოლოდ მეგობრობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნინო ჩხეიძის ახალი კადრები და შთამბეჭდავი ლუქი

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გამტანი ნიკა კვეკვესკირი კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს