Digest Logo

„სექტემბერი, ცხოვრების სვლას ცვლის!“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი დაბნელების დერეფანზე

1756733752
ასტროლოგი რამაზ გიგაური და კოსმოსი

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც. ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ წერს და რჩევებს გვიზიარებს.

მისი თქმით, სექტემბერი შეიძლება ითქვას, რომ „ბედისწერული“, გარდამტეხი თვე იქნება.

გიგაური აღნიშნავს, რომ დაბნელებების „დერეფანი“ 7-21 სექტემბერს ექვსთვიან მნიშვნელოვან პერიოდს გახსნის, რომელიც გავლენას მოახდენს სწავლაზე, ჯანმრთელობაზე, სამსახურსა და უძრავ ქონებაზე.

მისივე პროგნოზით, სექტემბერი კარმული თვეა: სატურნის და ურანის რეტროგრადულ მოძრაობას მნიშვნელოვანი ცვლილებების სერია მოჰყვება 2025 წლის ბოლო კვარტალში და 2026 წლის დასაწყისში.

„სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ინგრესია:

  • 1 სექტემბერი > სატურნი თევზებში (რეტროგრადულად)
    * 2 სექტემბერი > მერკური ქალწულში
    * 18 სექტემბერი > მერკური სასწორში
    * 19 სექტემბერი > ვენერა ქალწულში
    * 22 სექტემბერი > მარსი მორიელში
    * 22 სექტემბერი > მზე სასწორში (22:19 საათზე; შემოდგომის ბუნიაობა)

რეტროგრადული პლანეტები:

* 6 სექტემბერი > რეტროგრადული ურანი (ტყუპის მე-2 გრადუსიდან)
მთვარის ფაზები:

* 7 სექტემბერს (22:09) - სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება: თევზების მე-16 გრადუსზე
* 21 სექტემბერი (23:54) - ახალმთვარეობა და მზის დაბნელება: ქალწულის 30-ე გრადუსზე

სექტემბერი შეიძლება ითქვას, რომ „ბედისწერული“, გარდამტეხი თვე იქნება. ეს გამოჩნდება როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ (პოლიტიკურ-ეკონომიკურ) დონეზე. თვე „დახუნძლულია“ ასტროლოგიური მოვლენებით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიანიშნებენ.

ბუნებრივია, პირველ რიგში უნდა გამოვყოთ მთვარის (7 სექტემბერს) და მზის დაბნელებები (21 სექტემბერს). ეს ორკვირიანი პერიოდი დაბნელებების „დერეფანი“ იქნება. ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში ეს დაბნელებები რეზონანსული იქნება, დაიწყება ექვსთვიანი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც სერიოზულ გავლენას მოახდენს სწავლასთან, ჯანმრთელობასთან, სამსახურთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ასევე უნდა გამოვყოთ სატურნის რეტროგრადულად გადასვლა თევზების ნიშანში და ურანის რეტროგრადულ ფაზაში გადასვლა. ასე რომ, სექტემბერს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ კარმული თვე, რომელიც არის ერთგვარი 2025 წლის გაზაფხულიდან - 2026 წლის გაზაფხულამდე არსებულ პერიოდის პიკი.

სატურნი, რომელიც 13 ივლისიდან რეტროგრადულად მოძრაობს, 1 სექტემბრიდან თევზების ნიშანში გადავა და იქ 2026 წლის 14 თებერვლამდე დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის მარტის შემდგომ დაწყებული შემოქმედებითი პროექტები, რომლებიც 2025 წლის ზაფხულში დამუხრუჭდა, მათ „გადატვირთვა“ და მათში გარკვეული ცვლილებების შეტანა სწორედ 2025 წლის ბოლო კვარტალში და 2026 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პლანეტა მერკურის ქალწულის ნიშანში ინგრესია და მისი საკმაოდ სწრაფი პლანეტარული სიჩქარე, რომლის წყალობით ის ამ ნიშანში მხოლოდ 2-18 სექტემბრის შუალედში დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულწილად ემთხვევა დაბნელებების „დერეფანს“, მაინც სასიკეთო პერიოდი იქნება ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემისთვის, გარკვეული საკითხების დალაგებისთვის, მოწესრიგებისთვის, ანალიზისთვის და დასკვნების გამოტანისთვის. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ვისაც პირად ჰოროსკოპში ქალწულის ნიშანში მზე, ასცენდენტი, მთვარე ან სტელიუმი აქვს. ეს ადამიანები ამ პერიოდში ბევრ რამეს მიხვდებიან და ბევრ რამეზე „აეხილებათ თვალი“.

როგორც წინა კვირის პროგნოზში აღვნიშნეთ, მარსი-იუპიტერის კვადრატი, სექტემბრის პირველ ნახევარში საკმაოდ ძლიერად გამოვლინდება. ეს შექმნის გარკვეულ დაძაბულობას, განსაკუთრებით მაღალ და საშუალო რგოლებს, ასევე გავლენიან ადამიანებს შორის. მოიმატებს კამათის, დავის, განქორწინების, ხელმძღვანელებთან დაპირისპირების და თანამდებობის პირების მიერ პოსტის დატოვების ალბათობა. საერთოდ, სექტემბრის პირველ დეკადაში ადამიანები იგრძნობენ ქალწულის ნიშნის ძლიერ გავლენას, რომელიც მათ დაეხმარება სწავლაში, ბევრი საკითხის „დაორგანიზებაში“ და საბუთების მოწესრიგებაში. გაძლიერდება კრიტიკული აზროვნებაც, რაც ბუნებრივია, დიდწილად გაფანტავს დაგროვილ ილუზიას. ეს ყველაფერი ნათელი სექტემბრის დასაწყისშივე გახდება, როდესაც მერკური ურანთან კვადრატულ ასპექტს შექმნის, რაც დამატებით შოკის მომგვრელი ამბებზე და უსიამოვნო სიურპრიზებზე მიუთითებს.

7 სექტემბრის მთვარის დაბნელება (თევზების ნიშანში) მოსალოდნელია დაუკავშირდეს წყლის სტიქიის ნეგატიურ გავლენას (მით უმეტეს, რომ სატურნიც თევზებში მოძრაობს), რაც ინდივიდუალურ დონეზე ფსიქოლოგიურ პრობლემების გააქტიურებაზე მიანიშნებს, ამიტომ ამ დღეს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება, ასევე სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მომწამვლელი ნივთიერების მიმართ. იმ ადამიანებს, ვისაც შფოთვა აწუხებთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან და რთულ სიტუაციებში მოხვედრისგან თავი უნდა შეიკავონ. გლობალურ დონეზე მოიმატებს წყალდიდობების და წყლის სტიქიასთან დაკავშირებული კატაკლიზმების ალბათობა. შეიძლება ეს იყოს ტექნიკური ავარიები, რომელიც რაიმე სითხეს დაუკავშირდება.

5-15 სექტემბრის შუალედში მზე-იუპიტერის სასიკეთო ასპექტი მიანიშნებს კარგი გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც შეიძლება შეეხოს საცხოვრებელ სივრცეს, უძრავ ქონებას, ოჯახურ ურთიერთობებს, ასევე სამსახურებრივ საკითხებს და იმ პროექტებს, რომლებიც უცხოეთს ან სწავლას უკავშირდება. ამ პერიოდში ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეიქმნება შანსი, რომელიც შეიძლება საუკეთესო შანსად იქცეს მთელი შემოდგომის მანძილზე. ამ პერიოდში ასევე მოიმატებს შეხვედრების, სწავლის, ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების და მოგზაურობის ალბათობა. ეს კარგი დროა ზაფხულში მოფიქრებული იდეების რეალიზაციისთვისაც.

სექტემბრის პირველი და მეორე დეკადა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოიტანს პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას. ვენერა - ლომში და მარსი - სასწორში სასიკეთო ასტროლოგიური ფონია პირადი ცხოვრების დალაგებისთვის, ქორწინებისთვის და ასევე ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებისთვის.

18 სექტემბრიდან მერკური სასწორის ნიშანში გადავა, რაც შეასუსტებს კრიტიკულობას, მოსალოდნელია „დარბილდეს“ ურთიერთობები. თუმცა გააქტიურდება საქმიანი კონტაქტები, მნიშვნელოვანი გახდება სიტყვით გამოსვლა, ორატორობა და საერთოდ, სხვა ადამიანთან ვერბალური კავშირი. გარკვეული მიმართულებით შესაძლებელი გახდება კომპრომისზე წასვლა. კარგი პერიოდი დაიწყება დიზაინერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისი საქმიანობაც ხელოვნებას და სილამაზეს უკავშირდება.

19 სექტემბრიდან ვენერა გადავა ქალწულში, რაც გააძლიერებს ურთიერთობების მოწესრიგების სურვილს. ბევრი ადამიანი დაიწყებს ორგანიზმის „გაწმენდას“, სამკურნალო პროცედურების ჩატარებას, ფინანსებში - ეკონომიურობის გამოჩენას (მით უმეტეს, რომ ზემოთ თქმულს კიდევ უფრო გააძლიერებს 21 სექტემბრის მზის დაბნელება, რომელიც ქალწულის ნიშნის ბოლო გრადუსში იქნება).

მზის დაბნელება (21 სექტემბერს) როგორც ბევრი ადამიანის, ისე მთელი რიგი სახელმწიფოების ცხოვრებაში ერთგვარი „შემოტრიალების წერტილი“ გახდება. მოსალოდნელია ბევრი რამის ახლიდან ან ახლებურად დაწყება მოხდეს. 20-23 სექტემბრის შუალედი მზის დაპირისპირება სატურნთან და ნეპტუნთან გააძლიერებს ილუზიებისგან თავის დახსნის, ტყუილების გამოაშკარავების და ასევე გარკვეული კონტროლის გამკაცრების ალბათობას (შესაძლოა, ამ დღეებში ვიხილოთ ახალი სკანდალები, საპროტესტო გამოსვლები, დაკავებები). ბევრ ადამიანში მოსალოდნელია გააქტიურდეს ქრონიკული დაავადებებიც (ეს განსაკუთრებით ძვალსახსროვან სისტემას და ხერხემალს ეხება).

22 სექტემბერს არა მხოლოდ მზე გადავა სასწორის ნიშანში და ეს იქნება შემოდგომის ბუნიაობა (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში), არამედ ამავე დღეს ძალის, ენერგიის, ბრძოლის პლანეტა - მარსი გადავა მორიელის ნიშანში და იქ 4 ნოემბრამდე დარჩება.

ასე რომ, სექტემბრის ბოლო კვირა, ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ვიხილავთ კიდევ უფრო სასტიკ ბრძოლებს. სწორედ ეს პერიოდი იქნება 2025 წლის ბოლო აკორდი, როდესაც უკრაინას გაუჩნდება შანსი, რუსეთთან დაპირისპირებაში საგრძნობ უპირატესობას მიაღწიოს.

ამ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მოსალოდნელია გაჩნდეს ან გაძლიერდეს ახალი შეიარაღებული კერები. მოსალოდნელია გაიზარდოს აფეთქებების, ტერორისტული აქტების, ხანძრების და ტექნიკურ ავარიების რიცხვიც (განსაკუთრებით ის ავარიები, რომლებიც ცეცხლის სტიქიით იმართება). ამ პერიოდში იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში ნეგატიურად ასპექტირებული მორიელის ნიშანი აქვთ ან მარსი ფიქსირებულ ნიშნებში აქვთ განთავსებული, ყურადღება და წინდახედულობა მართებს.

ამ პერიოდში მოსალოდნელია დიდი რყევები კრიპტობაზარზე და საერთოდ, ფინანსურ საკითხებში“, - წერს რამაზ გიგაური. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოემზადეთ: წლის ბოლო მთვარის დაბნელება ახლოვდება!“ - როგორი იქნება ეს პერიოდი საქართველოსთვის? ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

⭕ლიკა კვარაცხელიას ოჯახური იდილია - „სიყვარულითა და სითბოთი სავსე ულამაზესი ოჯახი“

🎥 „ფრთხილად იყავით, არ აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში!“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან