Digest Logo

გიორგი გამსახურდია: გვარამია შედგა, როგორც რეპრესიების მომწყობი და საქმეების კარგად შემკერი, თუნდაც, ჩემი ძმის, ცოტნეს, სრულად, უსამართლო საქმე ავიღოთ

1746031758
გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია, „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ეხმიანება და გვარამიას ე.წ. პოლიტიკოსს უწოდებს, რომელიც შედგა, როგორც რეპრესიების მომწყობი და საქმეების „შემკერი“.

რაც შეეხება, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ ილუსტრაციას, გამსახურდიას თქმით, სხვებს არა, მაგრამ თავად გვარამიას, ხშირად, ადარებენ ზოგიერთ ფრინველს.

„ე.წ. პოლიტიკოსის, გვარამიას პოსტი ამომიგდო ფეისბუქმა. ვერ შედგა ეს კაცი, ვერც პოლიტიკაში და ვერც ჟურნალისტიკაში. შედგა, როგორც რეპრესიების მომწყობი და უდავოდ, საქმეების კარგად შემკერი. თუნდაც, ჩემი ძმის, ცოტნეს, სრულად, უსამართლო და ყველანაირ სიმართლეს მოკლებული საქმე ავიღოთ.

ახლა, რაც შეეხება იმ ბინძურ ილუსტრაციას, რასაც ბიძინა ივანიშვილს, თავისი ჭკუით, უძღვნის და მიაჩნია შემოქმედებად. სხვებისა რა ვუთხრა, მაგრამ, მასზე ხშირად გამიგია, რომ ზოგიერთ ფრინველს ადარებენ და აბა, რა გითხრათ...” - წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕წარმატებული ადამიანების საღამოს 7 რიტუალი

⭕„ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული...“ - მარიამ მდივანი გარდაცვლილ ძმაზე

⭕„ეს ვარდები იმედია კალასგან არის“ - რა ფოტოებს აქვეყნებს მანუ მურღულია?