
ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ ოფიციალურ გვერდზე ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც გადაცემის ახალი სეზონი დაწყების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, „სიცრუის დეტექტორის“ ახალი სეზონი მარიკა ბაკურაძის სტუმრობით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დღეს გადაცემაში მაყურებელი ზურა ბერიკაშვილის ძველი ინტერვიუს იხილავს, რომელიც როგორც გასვიანი ამბობს, მის გახსენებას მიეძღვნება და გადაცემა 23:30-ზე გავა ეთერში.
„ეს ზურა ბერიკაშვილის ერთ-ერთი ბოლოს ვრცელი ინტერვიუ იყო“, - აღნიშნავს ტელეწამყვანი.
ასევე, როგორც იგი ამბობს გადაცემა სამშაბათის ნაცვლად, პარასკევს გავა ეთერში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: