გიორგი კვერნაძემ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა „ფროზინონეში“, რომელიც „რეჯანას“ დაუპირისპირდა და მისი გოლით 1:0 დაამარცხა.
იტალიის სერია B-ს 21-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა. კვერნაძემ გოლი 57-ე წუთზე გაიტანა. საბოლოოდ, მან ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება – 7,7 ქულა მიიღო და მატჩის MVP გახდა.
21 ტურის შემდეგ „ფროზინონემ“ 45 ქულა დააგროვა და ლიდერობა შეინარჩუნა. გიორგი კვერნაძემ კი მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე 2 საგოლე გადაცემაა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მოკლულია ორი ადამიანი - რა მოხდა მუხრანში: ახალი დეტალები
⭕„მოერიდეთ: გართობას, ალკოჰოლს, ჭარბ კვებას...“ - 24 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან
წყარო: 1tv.ge