Digest Logo

გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა

1751225559
გიორგი ლორია

გიორგი ლორია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა – ინფორმაცია თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, გამოცდილ მეკარესთან ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდა.

დედაქალაქურ კლუბში ჩატარებული მატჩების რეკორდის თანამფლობელმა ცოტა ხნის წინ სანაკრებო კარიერა დაასრულა – გიორგიმ „ჯვაროსნებში“ 79 მატჩი ჩაატარა.

მისი ბოლო გუნდი კვიპროსული არადიპუს „ომონია“ გახლდათ, სადაც კაპიტანი იყო.

გიორგი უკვე შეუერთდა თბილისურ გუნდს, სეზონის განახლებისთვის ემზადება და სომხურ „ურარტუსთან“ სპარინგ-მატჩში „დინამოს“ შემადგენლობაში მეორე ტაიმში გამოჩნდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცრად გამოიყურები...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს გვიზიარებს

🎥 „საოცარი ხარ...“ - ეკო ფანგანი მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „შეიძლება მარიამისთვის ბრეკეტების გაკეთება...“ - „დანტესი“ ქუთაისელ მარიამზე ახალ ინფორმაციას გვიზიარებს

წყარო: 1tv.ge