Digest Logo

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ხეტაფე“ დაამარცხა და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

1746897447
გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში „ხეტაფე“ 3:0 დაამარცხა და ელიტარულ დივიზიონში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.

შეხვედრა „მესტალიაზე“ გაიმართა. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მე-8 წუთზე პეპელუმ პენალტით ანგარიში გახსნა, 18-ე წუთზე უპირატესობა ლოპესმა გაზარდა, ხოლო 30-ე წუთზე დურომ კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, გიორგი მამარდაშვილი მატჩში აქტიურად ჩაერთო და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. მე-13 წუთზე ომარ ალდერეტეს ძლიერი დარტყმის შემდეგ აიღო ბურთი, 16-ე წუთზე კი საჯარიმოდან დროულად გამოვიდა და შეტევა ჩაშალა, ხოლო პირველ ტაიმში, დამატებით წუთებზე პეტერ ფედერიკოს არ გაატანინა.

35 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ აქტივში 45 ქულაა, რითაც გუნდი მე-9 ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მესტალიელებს“ ევროზონაში მოხვედრის შანსიც აქვთ — მე-7 ადგილზე მყოფ გუნდს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენებენ ასე ცხოველის სიკვდილს?

🎥 „ვიხილეთ წარმოუდგენელი ღვთის გმობა...ეს ისეთი შემთხვევაა სიტყვები ვერ ვიპოვე...“ - მამა საბა ჭიკაიძე დათა თავაძის სპექტაკლზე

🎥 „ვფიქრობ საიდან ამაგდეს...ირაკლის უარი ვუთხარი თავიდან...“ - იმერ და ირაკლი კავსაძეები პროექტ „მიმღერეზე“

წყარო: 1tv.ge