Digest Logo

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა - ინგლისელებმა „იოკოჰამა“ დაამარცხეს

1753879182
გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილმა კვლავ ითამაშა „ლივერპულში“, რომელმაც აზიური ტურნეს მეორე შეხვედრაში „იოკოჰამა“ 3:1 დაამარცხა.

ალისონ ბეკერმა შეკრება პირადი მიზეზებით დატოვა და საქართველოს ნაკრების მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ერთი გოლი გაუშვა და ერთი მოგერიება ჰქონდა.

ანგარიში 55-ე წუთზე იაპონელებმა ასაჰი უენაკას ზუსტი დარტყმით გახსნეს. „ლივერპულს“ წონასწორობის აღსადგენად შვიდი წუთი დასჭირდა – გოლი გერმანელმა თავდამსხმელმა ფლორიან ვირტცმა გაიტანა, „ლივერპული“ ტრეი ნიონმა (67) დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 16 წლის თავდამსხმელმა რიო ნგუმოჰამ (87) დააფიქსირა 3:1.

მერსისაიდელები 4 აგვისტოს ბილბაოს „ატლეტიკთან“ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, ხოლო 10 აგვისტოს ინგლისის სუპერთასზე ასოციაციის თასის გამარჯვებულ „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🌊 🌄 უბრალო თუ ვარსკვლავური დასვენება – როგორ და სად ატარებენ ქართველი სელებრითები ზაფხულის ცხელ დღეებს

⭕ „რა სილამაზე ხარ...“ - რუსა ჩაჩუა თეთრ კაბაში ბრწყინავს

⭕„უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი თავი მუდამ სიკვდილზე ფიქრით...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: 1tv.ge