
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი თავი მუდამ სიკვდილზე ფიქრით, რომელიც არის ჩვენთვის გამარჯვება,
გამარჯვება იმიტომ, რომ
ქრისტე, გინდა,
გინდა,
გინდა,
სულ გინდა.
ნაგავი ხარ, ცუდი ხარ, უღირსი ხარ,
ჯოჯოხეთის ღირსი ხარ,
მაგრამ მე მაინც ქრისტე მინდა,
და იმდენად მინდა - მზად ვარ მოვკვდე, რომ უფრო კარგად დავინახო, ვიდრე ახლა ვხედავ,
თუ ჯვარცმულის მიმდევარი ვართ, სიკვდილი უნდა დავამარცხოთ;
და როცა მოვა ჩვენთან ბიოლოგიური სიკვდილი,
ამა სოფლის სიყვარულის თვალსაზრისით, მკვდარი უნდა დავხვდეთ...“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გავთავხედდი...ასე უტიფრად ვიმღერე...“ - ნინი შერმადინის საოცარი შესრულება
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით