ტოპ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ზუსტად ორ კვირაში იხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში საინტერესო გარიგებების მოლოდინში ვართ.
ბოლო დღეების განმავლობაში გიორგი მიქაუტაძის გარშემო საუბრები არ წყდება, რაც ლოგიკურია, რადგან ქართველი ფორვარდი ახალ სეზონს ძალიან კარგ ფორმაში ხვდება და მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.
Lagazzetta.ge ინფორმაციით, მიქაუტაძით როგორც „ტოტენჰემი“, ისე „ბარსელონაც“ ინტერესდება, თუმცა „ვილიარეალთან“ მოლაპარაკებები არც ერთ კლუბს ამ დრომდე არ დაუწყია. როგორც იწერება, 25 წლის ფორვარდის სიტუაციას სხვა კლუბებიც ყურადღებით აკვირდებიან.
რა პოზიცია აქვთ „ვილიარეალსა“ და გიორგი მიქაუტაძეს?
გიორგი მიქაუტაძეს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €78 მილიონი უწერია, შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელი ვილიარეალს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რომელიმე კლუბი ამ თანხას გადაიხდის.
თავად ქართველი ფეხბურთელი „ვილიარეალში“ ბედნიერია და გუნდის დატოვებას არ გეგმავს. თუმცა, ხშირად ყოფილა ისეთი სიტუაციები, როდესაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ვითარება შეცვლილა და არც ახლა გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი რამ მოხდეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „არც მენსტრუაცია ტეხს და არც ამაზე ღიად საუბარი!...“ - ლევან შელეგია
წყარო: lagazzetta.ge