რუსული პრემიერლიგის კლუბ სოჭს აპოელის ქართველი კაპიტნის გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა. სოჭი მზად იყო აპოელისთვის გიორგი ქვილითაიას ტრანსფერში თანხაც გადაეხადა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა უარი თქვა.
Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, სოჭი გიორგი ქვილითაიას წლიურ ანაზღაურებად 700,000 ევროს სთავაზობდა.
30 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი „აპოელთან“ 4 თვეში მთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება, გიორგი ქვილითაიას რუსეთის ჩემპიონატში თამაში არ სურს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 დიმა ობოლაძეს პირდაპირ ეთერში დაბადების დღე მიულოცეს - ნახეთ, ვიდეო