Digest Logo

გიორგი ცინცაძე: ყველაფერს თავისი დრო აქვს, სამწუხაროდ ეს დროც მოვიდა, ყველა ის თამაში მეამაყება, რაც ნაკრებში ჩავატარე

1708979878
გიორგი ცინცაძე

ყველაფერს თავისი დრო აქვს, სამწუხაროდ ეს დროც მოვიდა. წარმატება ვუსურვებ შემდეგში ეროვნულ ნაკრებს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ განაცხადა.

„ყველა ის თამაში მეამაყება რაც ნაკრებში ჩავატარე. მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას, გულშემატკივრებს, ყველას მადლობას ვუხდი ყველა წუთისთვის რაც ერთად გაგვიტარებია“, - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.

გიორგი ცინცაძემ ეროვნულ ნაკრებში დღეს ბოლო შეხვედრა ჩაატარა. 38 წლის კალათბურთელის დებიუტი ნაკრებში 2004 წელს თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის გუნდის წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ, მან ხუთჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონატზე. მან 6 ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ცინცაძე ეროვნულ ნაკრებში 20 წელი თამაშობდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველოში ყოველი მე-4 ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია“ - ვის შეეხება და რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი სექსუალური შევიწროების შესახებ?

🎥 „დედამიწა ამ კვირაში უარყოფით ენერგოველში გადადის, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, შეიძლება მახე იყოს დაგებული“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 პროცენტის გარდა, სესხის სხვა ხარჯებსაც იხდით, რომელსაც ყურადღებას არ აქცევთ - რა იმალება დადგენილი პროცენტის მიღმა?