Digest Logo

გოჩა კაკოიშვილი იზოლატორში წამებაზე: გაგაშიშვლებდნენ მთლიანად, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლით გცემდნენ, რომ როგორღაც, ბევრი დაზიანება არ მიგეღო და ადვოკატი რომ შემოსულიყო, დაზიანებები არ ენახა

1746440565
გოჩა კაკოიშვილი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ, „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით, გოჩა კაკოიშვილი საუბრობს და თავისი წამების დეტალებს იხსენებს.

გოჩა კაკოიშვილმა თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ რაში გამოიხატებოდა თეთრი წყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორში წამება უპასუხა, რომ წამება გამოიხატებოდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ისე გაშიშვლებაში, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლით ცემასა და შიმშილში.

„ცემაში, სიტყვიერ შეურაცხყოფაში, თუ ჩაგეძინებოდა - ცივი წყლის გადასხმაში. ძირითადად, ცემა ხდებოდა, რომ გაგაშიშვლებდნენ მთლიანად, პლასტმასის ბოთლში ჩასხმული წყლით გცემდნენ, რომ როგორღაც, ბევრი დაზიანება არ მიმეღო. ადვოკატი რომ შემოსულიყო და დაზიანებები არ ენახა. მაგრამ დაზიანებები მაინც ნახეს, როდესაც შემოვიდნენ და მნახეს, დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, რადგანაც მანამდე მეძებდნენ.

ეს წამება შეწყდა მას შემდეგ, როდესაც ტელევიზიამ გამომაცხადა. საჭმლის შემოწოდებაზე მაინც პრობლემა იყო და ძალიან დასუსტებული ვიყავი, როდესაც სახლში მიმიყვანეს, ვერცერთმა მეზობელმა ვერ გაბედა, რომ მოსულიყო ჩემამდე და დახმარებოდნენ, რომ სახლში ავეყვანე იმიტომ, რომ იმხელა შიშის ქვეშ იყვნენ მეზობლები, რომ იმ „ნაციონალებს“, რომლებიც იქვე ცხოვრობდნენ, ინფორმაცია არ მიეტანათ შტაბში, რათა ანალოგიურ უბედურებაში ისინიც არ აღმოჩენილიყვნენ“, - განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.
 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გოჩა კაკოიშვილი: ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ნაცემი და ნაწამები, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი, მეგობრებმა სკამზე დამჯდარი ამიყვანეს

🎥 „ობიექტური უნდა იყო და არა თვალდახუჭული“ - ნანი ბრეგვაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

🎥 „ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება, ჩემო პრინცესა“- ილია თოფურია შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს