Digest Logo

გოგა მანიას კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომელიც რამდენიმე დღეში ახდა ❗ ❗ ❗

1734860786
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. 

მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც აღნიშნავდა, რომ მოსალოდნელი იყო სხვადასხვა სახის სტიქია, მათ შორის ხანძარი.

„არის საფრთხე წყალმოვარდნების განსაკუთრებით ამის საშიშროება არის დასავლეთ საქართველოს ნაწილში, თუმცა ეს მოსალოდნელია აღმოსავლეთის მხარესაც. ასევე ჩამოშლა კლდის, გზის გადაკეტვა, წყალთან დაკავშირებული პრობლემები, ხანძარი, ცეცხლისგან გაქცევა, ამიტომ იყავით ყურადღებით და ფრთხილად“, - ამბობდა გოგა მანია.

მისი წინასწარმეტყველება რამდენიმე დღეში ახდა.

ცოტა ხნის წინ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება და როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს 42 წლის მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. 

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ზუსტად 12 საათზე თავზე ხელი გადაუსვით... ახალ წელს ნუ შეხვდებით მხოლოდ ქალების გარემოცვაში...“ - რჩევები ეზოთერიკოსგან, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა შეასრულოთ

🎥 „ნაძვის ხეზე მოთავსებულ ბამბას ცეცხლი წავუკიდე და ასეთი სილამაზე ჯერ არ მინახავს“ - როგორ აღნიშნავს გია ჯაჯანიძე ახალ წელს?

⭕„გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა“ - ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა