„თავისუფალი საქართველოს“ ყოფილი წევრი გიგი წულაია სტრასბურგში თავშესაფარს ითხოვს. ამის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ინფორმაცია ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკოსი გოჩა ჯოჯუა ადასტურებს და აცხადებს, რომ წულაია საქართველოში დაცულად თავს არ გრძნობს.
„როცა მისი ბოლო სასამართლო პროცესი იყო, პროკურორმა მოითხოვა წულაიას დაჭერა და რეალურად, ის მიხვდა, რომ თუ ახლა არ დაიჭერდნენ, ყოველთვის ექნებოდათ საბაბი, რომ დაეკავებინათ, ამიტომ გადაწყვიტა სტრასბურგში წასვლა“,- განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.
სააგენტო წულაიასთან დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებს, ჯერჯერობით, არ პასუხობს.
ცნობისთვის, გოგი წულაია 17 მარტს ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ივლისს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი წევრი წინასწარი პატიმრობიდან 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ელგუჯა ბურდული რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს - ნახეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
🔵„თითოეული თქვენგანის დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“ - თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
🔵„აუცრელებში „ომიკრონის“ მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და არც მუშაობს“ - ზაზა წერეთელი
🔵„8 წლის წინ არის გადაღებული... თვალში მომხვდა განსხვავება...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი
წყარო: primetime.ge