მსახიობი ქეთი სვანიძე სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც რობერტ სტურუაზე ისაუბრა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, რეჟისორმა მისი დაოჯახება იწინასწარმეტყველა.
„დიახ იწინასწარმეტყველა. ისეთი რაღაცების თქმა იცის, ზოგჯერ მეშინია. საახალწლო სპექტაკლი იყო, სადაც ბოლოს უყვარდებოდა კაცს და შემდეგ ხელს სთხოვდა. გრანდიოზული ნიშნობის სცენა გააკეთა. იმ საღამოს ზუსტად მთხოვა ჩემმა მეუღლემ ხელი.
16 იანვრის ჩათვლით მუდმივად იყო ეს სპექტაკლი და 31-დან მოყოლებული მუდმივად ვინიშნებოდი სცენაზე“, - ჰყვება ქეთი სვანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მუქარები იყო - მალე დატოვებ „რუსთაველის თეატრსო“ - რატომ ეშინოდა ქეთი სვანიძეს ქუჩაში გასვლის?
🎥 „ვერ მივიღებ მათგან კრიტიკას, რომელთაც სპექტაკლი არ აქვთ ნანახი“ - ქეთი სვანიძე
⭕ „ხშირად არ ამჟღავნებს, მაგრამ...“ - ზოდიაქოს ნიშნები და შური