Digest Logo

„გთხოვთ, იყავით ფრთხილად...“ - ნათლისღების დღესასწაულის წინ მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

1737217782
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს:

„ნათლისღების დიდებულ დღესასწაულზე ზღვა შტორმული იქნება, მდინარეებში წყლის დონე კი მნიშვნელოვნად მომატებული, გთხოვთ იყავით ფრთხილად!დღესასწაული ეს არის საზეიმო დღე, პროგნოზი კი არის ის, რომელიც აუცილებლად უნდა გითხრათ, არა შესაშინებმეტეოლად, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

18 და 19 იანვარს - საქართველოში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება, მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ზოგან 20-25 მეტრ წამამდე.19 იანვრის საღამოსა და 20 იანვრის ღამეს - დაბლობსა და ბარში წვიმა ზოგან შესაძლოა თოვლჭყაპში გადავიდეს, თუმცა თოვლის საფარის ჩამოყალიბება ნაკლებ სავარაუდოა

ტემპერატურა ყველგან იქნება დაბალი, ზღვაზე ღელვა 5 ბალამდე მოიმატებს, მდინარეებში კი წყლის დონე მკვეთრად მოიმატებს.ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე სტიქიური პროცესების განვითარების მაღალი ალბათობის გამო, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებულ წყალში შთაფლვის რიტუალთან მიმართებაში, გთხოვთ იყავით ფრთხილად.გილოცავთ და გისურვებთ უსაფრთხო დღეებს, წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან!“ ,- წერს კობა ფარტენაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნაყენი, რომელსაც შეუძლია სისხლის მიმოქცევა ხუთ წუთში გააუმჯობესოს - არუნ ხათრის რეკომენდაცია

🎥 უნიკალური რიტუალები, სანთლის დამზადება, ღორის თავი, მეკვლეობა, ლოცვა ბოსელთან - ნინუცა ორჯონიკიძის თავგადასავალი სვანეთში

🎥 „დიდი ისტორიის მქონე კლუბ „ჟალგირისის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი!“- თიკა ფაცაციას შვილის, ანდრო ანთელიძის მორიგი წარმატება