Digest Logo

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

1753768665
გუდაურთან მომხდარი ტრაგედია

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა.

2022 წლის 29 ივლისს, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები ემსხვერპლნენ.

პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას!“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს სააგენტო

მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული კენგურუ გახდა - ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული

„ჩემო მზის სხივო, ვინც ანათებ ჩემს სამყაროს, მიყვარხარ უპირობოდ“ - ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუიას ქალიშვილი ერთი წლის გახდა