Digest Logo

გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა კაცზე: პაციენტის სიმძიმეს განაპირობებს დამწვრობითი ფართი და სიღრმე, მთელი სხეულის დაახლოებით 83%-ია დამწვარი

1795585274
გუგა ქაშიბაძე

თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 31 წლის კაცს, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, სხვა დაზიანებებთან ერთად, სხეულის 83%-ის დამწვრობა აღენიშნება.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაიას, ის ინგოროყვას ​კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა დაზიანებებიდან გამომდინარე ამ დრომდე რთულია.

„პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, ის იმყოფება მართვით სუნთქვაზე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. მის სიმძიმეს განაპირობებს დამწვრობითი ფართი და სიღრმე, დაახლოებით 83%-ია მთელი სხეულის დამწვარი, ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული დაზიანება და ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. ყველა ეს დიაგნოზი არის საკმაოდ საშიში მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის“, - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან 2 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სხვის პრობლემებში ჩაღრმავება საჭირო არ არის“ - თაკო მელიქიშვილი 25 ნოემბრის ენერგიებზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕