Digest Logo

🎥 „გული და სული აქ არის... მიზიდავს საქართველო“ - შაბი კორენი, ქართველი ებრაელი

1769713545
შაბი კორენი

საქართველოში დაბდებული ებრაელი შაბი კორენი სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც გაიხსენა საქართველოში პირველად ჩამოსვლის ისტორია:

„საქართველო არის ჩვენი სამშობლო. კი მართალია დიდი ხანია რაც მშობლებმა აქედან წაგვიყვანეს. 4 წლის ვიყავი რომ წამიყვანეს და დაახლოებით 16 წლის უკან ჩამოვედი მას შემდეგ პირველად. ეგ მოხდა სიურპრიზად, რომელიც მეგობარმა გამიკეთა და შვილის ქორწილში დამპატიჟა.

ჰაერია, ხალხია, მეგობრულები არიან. რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. გული და სული აქ არის. მიზიდავს საქართველო. მშობლები მიყვებოდნენ, როგორ ვცხოვრობდით. გეოგრაფიულად მიხსნიდნენ სტადიონი სად იყო სახლი სად იყო და ა.შ.

მაშინ წამიყვანეს საჩხერეში როცა პირველად ჩამოვედი. ახლა ის სახლი ჩვენი აღარ არის სხვები ცხოვრობენ. ქალბატონი გამოვიდა და დიდი სულით და გულით მიგვიღო. მაგის შემდეგ მამაჩემიც ჩამოვიყვანე იმ სახლში. მამას ფოტოები გადავუღე. ჩემი ქართული სახელი და გვარი არის შოთა კაკიაშვილი“, - აღნიშნა შაბი კორენმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარი კადრებია“ - სალომე ღვინიაშვილის ესთეტიკური კადრები რომის ქუჩებიდან

🎥 „ჩემი ორგანიზმი ქირურგიული ჩარევებისთვის არ გამოდგება...“ - ნინა პერტენავა „ბარიატრიასა“ და ჯანსაღ კვებაზე

🎥 „ჩვენ არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არადა სწორედ აქედან იწყება ჩვენი ჯანმრთელობა“ - ნინა პერტენავა