გურამ თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მძიმეწონოსანთა ფინალში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი, უშანგი კოკაური 51 წამში იპონით დაამარცხა და ოქროს მედალოსანი გახდა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე ბედნიერი 2 გზის დედა“ - ქეთი ხატიაშვილი 35 წლის გახდა