
თბილისში, ისანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პარკინგის ადგილის გამო დაიწყო, რაც სამწუხაროდ, მეზობლებს შორის ფატალურად დასრულდა.
მძიმე დაპირისპირებისას 44 წლის მიშიკო მაზღარაშვილი საკუთარ მეზობელს ემსხვერპლა.
ცნობილია, რომ კაცს გუშინწინ დაბადების დღე ჰქონდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
დაპირისპირებისას ფიზიკური დაზიანებები მიიღო სავარაუდო დამნაშავემაც. იგი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და გამოჯანმრთელების შემდეგ დააკავებენ.
„დიდი ტრაგედია მოხდა… ძალიან კარგი ადამიანი გაიმეტა იმ უნამუსომ. მანქანის გაჩერების გამო მოკლა ადამიანი. თან როგორი ადამიანი… საუბარიც მიჭირს. მეუღლე და შვილები დარჩა. მიშიკოს გუშინწინ დაბადების დღე ჰქონდა, 44 წლის გახდა“, - ამბობენ „ამბები.ჯი“ -სთან მოკლულის ახლობლები
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: