Digest Logo

🎥 „გვაქვს ცივილური, კარგი, ნორმალური ურთიერთობა და ეს ყველა ასპექტში კარგია...“ - რას ჰყვება ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

1768505035
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სტუმრად „მადის აღმძვრელ პოდკასტში“ იმყოფებოდა.

მან პირად ცხოვრებასა და საკუთარ შეხედულებებზე საჯაროდ ისაუბრა. გარდა ამისა, მოდელმა ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„მე და ნიკას დღეს გვაქვს ცივილური, კარგი, ნორმალური ურთიერთობა, როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერება. ეს ყველა ასპექტში კარგია, როცა ადამიანს შეუძლია ცივილიზებულად იყვნენ ბედნიერები. 

მე ვარ ქალი, რომელიც ღირებულებებს არ ღალატობს! ჩემს გასაღებს არასდროს ვკარგავ. ძალიან ბევრს ეს აღიზიანებს, განსაკუთრებით ისეთ კაცებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ფულით ყველაფერს იყიდიან. 

მე მომწონს კაცები, რომლებსაც შეუძლიათ დააფასონ წარმატებული ქალი. 

სიყვარული არის ნდობა, გულწრფელობა, პატივისცემა და არჩევანი ყოველდღიური. როცა წყვილის ურთიერთობა ყოველდღე იზრდება, როცა ორივე ერთმანეთს ირჩევს ყოველდღე, როცა პატივს სცემს და ნდობა აქვს - ეს არის სიყვარული ჩემთვის.

მე მჭირდება კაცი, რომელიც გადაღებამდე თმას ჩამიწნის და არა ის, რომ დაურეკავ და აუ, კანადაში გადამაფრინე“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=p5v4l0K6zuk

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა შეგიძლია შენი შვილის ოჯახი გაწირო, როცა ვნებ თავს და ვერ ხვდები, ცოდო არ ხარ?“ - ნეკა დოროყაშვილი ყოფილ დედამთილზე

🎥 „როგორც კი ვამჩნევთ, რომ ადამიანი მატერიალისტია, ვკვეთ ჩემი წრიდან, რადგან ასეთი ადამიანი ჩემთვის საშიშია“ - რა სიახლეებია ნეკა დოროყაშვილის პირად ცხოვრებაში

„სრული რეორგანიზაციის წელია, მთელი მსოფლიო გიყურებთ, თქვენ ხართ ქარიშხლის ეპიცენტრი“ - 2026 წლის ასტროპროგნოზი მერწყულებისთვის