უჯარმაში, არხში, სადაც მდინარე იორი მიედინება, 16 და 21 წლის ძმები დაიხრჩვნენ. როგორც ცნობილია, ისინი მამიდაშვილთან ტყეში წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
ძმების ცხედრები გვიან ღამით იპოვეს.
„კანალებზე ასულან. პატარა ძმას ფეხი ჩასცდომია და სადღაც 20 მეტრში ყოფილან გვირაბამდე. იმ გვირაბში ის რომ შევიდა, დაუძახია მიშველეო, მერე ძმა გადახტა საშველად. საბანაოდ არ იყვნენ, ტყეში წავიდნენ, სტუმარი ჰყოლიათ... არც იცოდნენ ცურვა და ძალიან სწრაფი მდინარეა.. იქ რომ ჩახვიდე, თუ პროფესიონალი არ ხარ, ვერ ამოხვალ.
არხი დააშრეს ბოლომდე და სიმინდებში იყვნენ გატანილი“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცნობისთვის, ძმები უჯარმაში ბებია-ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს ერთი შვილი დარჩა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ვინ იყვნენ ძმები, რომლებსაც მდინარე იორის არხში ეძებდნენ - ტრაგედია უჯარმაში
🔵„შოკში ვიყავი, რომ გავიგე....“ - რას წერს ნიკა ქავთარაძე გიორგი გასვიანზე?