Digest Logo

GWP აბონენტებს წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილბს

1779480675
წყალიწყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, 22 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ასლანიდისა და აფაქიძის ქუჩებზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 22 მაისს საღამოს 22:00 საათიდან, 23 მაისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - პეკინის ქუჩა N 7-31, შარტავას ქუჩა N 1-43, ხვიჩიას ქუჩა N15-31, N 14-40, ცინცაძის ქუჩა N1-17, N 2-8, იყალთოს ქუჩა N1 და N2, კანდელაკის N2, კალანდაძის, იოსებიძის, ბროლოსანის, ქუთათელის, მიროტაძის, აფაქიძის, აკურის, ბერბუკის, ალექსიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, დები იშხნელების და სულაკაურის ქუჩებს. სააკაძის დაღმართს და სააკაძის მე-2 გასასვლელს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ საპატრიარქო: ანგელოზის დღეს - ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

⭕ „ყველა დროის ნომერ პირველია“ - ლუის ენრიკემ საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

🎥 „თავიდან ძალიან გამიჭირდა, სულ საჭმელები მესიზმრებოდა“ - რას ჰყვება ბორის ბედია დაკლებულ კილოგრამებზე