Digest Logo

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1777834239
ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერი

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას კომპანიის სახელით შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს:

„გაფრთხილება!

გვსურს გაცნობოთ, რომ გაურკვეველი პირები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სახელით უკავშირდებიან მომხმარებლებს და სთხოვენ პირადი მონაცემების ან/და საბანკო ინფორმაციის გაზიარებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, აღნიშნული ზარები არ ხორციელდება GWP-ის მიერ და კომპანია არ ითხოვს რაიმე ტიპის პირად მონაცემებს, საბანკო ბარათის მონაცემებს ან დადასტურების კოდებს. ჯივიპი არ სთავაზობს მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებას ადგილზე მისვლით ან ფინანსური ოპერაციების შესრულებას ტელეფონით.

გთხოვთ, არ გასცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები საეჭვო ზარის შემთხვევაში. საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 032 293 11 11  ან მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კონცენტრირდით თქვენს სურვილზე...“ - ფულის მოსაზიდი მარტივი რიტუალი

🎥 10 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ინსულინზე რეზისტენტული იყოთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

⭕„ღირსეულად დახუჭე თვალები“ - თათია შარანგია სამწუხარო ამბავს გვიზიარებს