Digest Logo

„ჰარი-ჰარალეს გადავაყოლე ნახევარი ცხოვრება, ბევრ რამეს არ მივაქციე ყურადღება, შეიძლებოდა, უფრო ადრე დავფიქრებულიყავი ამაზე, მაგრამ...“ - რას ამბობს ბექა ჩხაიძე

1777560699
ბექა ჩხაიძე

ბექა ჩხაიძის „უცნობი მხარე“👇 

– ვინ არის ბექა ჩხაიძე?

ბექა ჩხაიძე: ჩემს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ვარ, ჩემი წინაპრების მიერ დატოვებული ადათ-წესების გამგრძელებელი. უზომოდ მიყვარს ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი სარწმუნოება და ვცხოვრობ ტრადიციულად და ქართულად, რაც ვფიქრობ, ყველა ქართველის მოვალეობაა. ვარ კარგი მეგობარი და ერთგული ადამიანი.

– რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად?

– ძალიან ბევრ რამეს. უპირველესად იმას, რომ ჰარი-ჰარალეს გადავაყოლე ნახევარი ცხოვრება. ბევრ რამეს არ მივაქციე ყურადღება. ალბათ, ასაკი მქონდა ასეთი და თან პროფესიაც ხელს მიწყობდა. 24 საათი სუფრა, ქეიფი, დროსტარება იყო. ცოტა ჭკუა რომ მეხმარა და ადრე დავფიქრებულიყავი გარკვეულ საკითხებზე, დღეს ბევრად უფრო წინ ვიქნებოდი. ასევე, ვისურვებდი, რომ წარსულში ნაკლები ადამიანის მიმართ გამომეხატა ნდობა და ცოტა მეტად ვიფიქრებდი მომავალზე. საბედნიეროდ, საკუთარი თავისთვის დიდი ზიანი არ მიმიყენებია. საბოლოო ჯამში, ღმერთისგან რაც გიწერია, ეგაა. კი, შეიძლებოდა, უფრო ადრე დავფიქრებულიყავი ამაზე, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ საბოლოო ჯამში, მაინც ასე მოვიქეცი და ჩემი ცხოვრება შეიცვალა. შეცდომები ყოველთვის არის, მაგრამ ჩემი რწმენით, მთავარია, ადამიანს არ უღალატო. დანარჩენი ყველაფერი გამოსწორებადია.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ადამიანმა ბოლომდე გამარჯვებულად თავი არასდროს უნდა იგრძნო. არასდროს ვიფიქრებ, რომ გავიმარჯვე და დამთავრდა, რომ აღარაფრის გაკეთება აღარ მჭირდება. ადამიანს ნებისმიერ დროს უნდა გქონდეს მიზანი. ამ დროისთვის კი ვიტყოდი, გამარჯვებაა ის, რომ აღარ ვქეიფობ. ისე გავიდა ერთი წელი, რომ ორი წვეთი არ დამილევია. გამარჯვებაა, რომ აღარ ვსვამ და დილიდან საღამომდე ჭიქა არ მიჭირავს ხელში. უკვე ოთხი წელია, ასე ვარ. სულ რაღაც 5-6-ჯერ დავლიე ამ დროის განმავლობაში. ერთს რომ დავლევ, მერე ერთი ხუთი დღე, იცოცხლე, მოქნეული მაქვს ყაბალახი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად. ეს მართლა გამარჯვებაა.

მარცხი არაერთხელ ყოფილა. ბევრჯერ განვიცადე ასეთი რამ, მაგრამ არასდროს შევგუებულვარ, არ გავჩერებულვარ და არასდროს დამიკლია მცდელობა იმ იმედით, რომ უკეთესი შედეგი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, ისეთი მარცხი, რომ ყველაფერი თავზე ჩამომქცეოდა არ მქონია. რაც იყო, იმას ღმერთის წყალობით მოვრევივარ და ლელო დამიდვია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

მარტივი რიტუალი, რომელიც ამ ღამით უნდა შეასრულოთ! - „აირჩევ ფერად ლენტს, ჩაუთქვამ სურვილს და შეაბამ ხის ტოტს“

„აქტიურდება ფულისა და სიყვარულის თემა და ეცადეთ, ეს ორი საკითხი სიფრთხილით წარმართოთ... არ აიღოთ ვალი და კრედიტი“ - მაისის ასტროპროგნოზი კუროებისთვის

„იცოდით? ადამიანის ნერწყვი შეიცავს ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას, რომელიც მორფინზე დაახლოებით 6-ჯერ ძლიერია“ - ლევან შელეგია

წყარო: tbiliselebi.ge