Digest Logo

ჰიპნოზი და იოგას ვარჯიში, რომელიც სექსუალური ძალადობით სრულდება - ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

1728847806
იოგა და ჰიპნოზი

იოგას ამოფარებული სექსტრეფიკინგი - „გაცნობებთ, რომ საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფი იოგას საფარქვეშ მიმდევრებს აიძულებს დაეთანხმონ სექსუალურ ურთიერთობებს ე.წ. მასწავლებლებთან. გონებრივი მანიპულაციური ტექნიკით ახერხებენ ქალებში ყოველგვარი წინააღმდეგობის ცნების გაქრობას. ქალები აეროპორტიდან წაიყვანეს, ჩამოართვეს ნივთები და მიიყვანეს ჯგუფის ლიდერთან სქესობრივი კავშირის დასამყარებლად“, - ამ განცხადებით ინტერპოლის ბიურო პარიზიდან ქართველ სამართალდამცველებს ატყობინებს, რომ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები საფრანგეთის მართლმსაჯულებას გადასცენ.

რუმინელი წყვილი თურქეთიდან საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. ცოლ-ქმარი მიხაი და ადინა სტოიანები საფრანგეთის მოთხოვნით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იძებნებოდნენ. სექს-ტრეფიკინგი, გაუპატიურებები და გატაცებები – ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რასაც დაკავებულებს ედავებიან.

საერთაშორისო გამოძიებით დგინდება, რომ იოგას საფარქვეშ მოქმედი დანაშაულებრივი ქსელი, საფრანგეთში, რუმინეთში, ფინეთსა და კიდევ სხვა არაერთ ქვეყანაში მოქმედებდა. სპირიტუალურ სეანსებში ათობით ადამიანი იყო ჩართული. ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, რიტუალი ხშირ შემთხვევაში სექსუალური ძალადობით სრულდებოდა. ახალგაზრდა ქალები ნების საწინააღმდეგოდ, ან უმწეო მდგომარეობაში სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ სექტის დამფუძნებელთან, 72 წლის გრეგორიან ბივოლარუსთან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ გაიმეტა 4-მა ახალგაზრდამ შვილის თვალწინ, 40 წლამდე კაცი სასიკვდილოდ? - უმძიმესი კადრები

🎥 საფლავებში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები - რამდენიმე თვეა ადამიანები უშედეგოდ არკვევენ ვინ და რატომ მარხავს სურათებს

🎥 საბავშვო ევროვიზია 2024-ის ქართველი მონაწილის ანდრია ფუტკარაძის სიმღერისა და მუსიკალური ვიდეოს პრემიერა