რა გააკეთე პირველი 26-ში მოგების შემდეგ, ვინ მღერის ნაკრებში ყველაზე მაგრად, ვინაა შენი საუკეთესო მეგობარი, გყავს თუ არა შეყვარებული და დადიხარ თუ არა ღამის კლუბებში - ეს შეკითხვები ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გადაცემაში „ჯეო თიმი“ დაუსვეს.
გიორგიმ ყველა შეკითხვას გულწრფელად უპასუხა.
„ყველაზე მაგრად მე ვმღერი ნაკრებში, მაგრამ არიან ბიჭები, ვისაც შეუძლია.
ჩემი ყველაზე საყვარელი პოზიციაა მარცხნიდან როცა ვარ, ხუთი მცველის დროს.
ნაკრებში ჩემი საუკეთესო მეგობარია ჩემი „რუმმეითი“ ლუკა გუგეშა, მაგრამ ყველასთან ნორმალური და კარგი ურთიერთობა მაქვს.
არ მყავს შეყვარებული, თავისუფალი ბიჭი ვარ“, - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შენ ხარ პასუხი ჩემ ყველა შეკითხვაზე...“ - დავით გოგიჩაიშვილის ემოციური მილოცვა ცოლს