„მე მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, სულ პატარა სოფელში, საქართველოში ვყოფილიყავი მოძღვარი“, - განაცხადა ერთ-ერთ ჩანაწერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.
მისი სურვილი ახდა, მოძღვარი გახდა, თუმცა ღვთის განგებით ამ სოფლად ერთ-ერთი უძველესი სამწყსო ერგო - საქართველო.
„იყო ისეთი დღეები, თვეები და წლები, როდესაც ძალიან უჭირდა ეკლესიას, ვეღარ ვპოულობდი გზას და აი, იმ დროს დაიწერა ეს, ძალიან უბრალო, მაგრამ გულიდან ამოსული სიტყვები და საგალობელი: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“, - იხსენებდა პატრიარქი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
გთავაზობთ ვიდეოს არქივიდან 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აღარ ფეთქავს ის გული, რომელიც საქართველოსთვის ღმერთის მუდმივად გასაგონად ლოცულობდა“ - გია მურღულია