დღეს, 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ილია მეორეს შესახებ წერს. იგი პატრიარქის ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს და როგორც თავად წერს, პირველად 1980-იან წლებში სწორედ ასეთი ნახა.
„სადღაც პირველად ასეთი ვნახე, 1980-იან წლებში ზვიადს რომ დავყავდით სიონის ეკლესიაში ბავშვები. მერე 9 აპრილს ვნახე და შემდგომში, 1990 წელს ოქტომბრის სესიაზე და 1991 წლის 9 აპრილს ისევ.
შემდეგ საქართველოში რომ დავბრუნდი, ხშირად მიწევდა ხოლმე შეხვედრა და საუბარი, საკმაოდ ახლოს ვიყავი მასთან, დამეთანხმებიან ჩემი შემოსილი და შეუმოსავი მეგობრები. ბევრი გვაქვს ნასაუბრები ძალიან ბევრ თემებზე, არ არის ძნელი მისახვედრი რაზეც. ბევრ რამეში ვეთანხმებოდი და ბევრ რამეზე გვიმსჯელია კიდევაც.
დიდია მისი წვლილი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე და ბევრჯერ გაუყვანია თავისი ნიჭით და ავტორიტეტით ქვეყანა სამშვიდობოს. პატივს ვცემდი და გვქონდა საუკეთესო ურთიერთობა, ძალიან განიცდიდა ბოლოს ცოტნეს ამბავს.
გამჩენმა აცხონოს მისი სული და როგორც ყველა მოკვდავებს, მასაც მიუტევოს შეცოდებანნი მისნი.
ვუსამძიმრებ ყველა მართლმადიდებელ ქართველს და სრულიად საქართველოს“, - წერს გიორგი გამსახურდია.
ცნობისთვის, პატრიარქს 18 მარტს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აღარ ფეთქავს ის გული, რომელიც საქართველოსთვის ღმერთის მუდმივად გასაგონად ლოცულობდა“ - გია მურღულია