Digest Logo

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა

1627135127
ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა.

„დღეს, 2021 წლის 24 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად დალოცა ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე ტოკიოში მყოფი ჩვენი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

❗ასევე დაგაინტერესებთ:

„ხელს ხომ არ უშვებს და არ უშვებს, ძილითაც კი ერთად სძინავთ" - ნიკა მელია შვილის ოთხფეხა მეგობარს დაბადების დღეს ულოცავს

ლუკა მხეიძემ საფრანგეთის სახელით ოლიმპიური მედალი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა