Digest Logo

ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი დაესწრება

1773899417
მსოფლიო პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომე დაესწრება.

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლად უწმინდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 19 მარტის ასტროლოგიურ ენერგიებზე

🎥 „უყვარდა ჩემი შემოქმედება... ერთ მშვენიერ დღეს მასთან სადილზე ვარ სტუმრად და მეუბნება, ერთი თხოვნა მაქვსო“ - რას იხსენებს თემურ ყვითელაშვილი

„თურქმა მეგობარმა გუგლის მეშვეობით ნათარგმნი სამძიმარი გამომიგზავნა“ - თემურ თათარაშვილი