საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მომღერალი თემურ თათარაშვილი გამოეხმაურა და „ფეისბუკზე“ პოსტი გაავრცელა.
გარდა ამისა, მუსიკოსმა თურქი მეგობრის სამძიმრის ამსახველი „სქრინი“ გაავრცელა:
„ამდენს გაუძლო და გული ადამიანობს.
ჩემმა თურქმა მეგობარმა გუგლის მეშვეობით ნათარგმნი სამძიმარი გამომიგზავნა“, - წერს თემურ თათარაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და 22 მარტამდე გაგრძელდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში - ფოტოგალერეა