თემურ ყვითელაშვილმა, გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან დაკავშირებული ემოციური და აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა.
მუსიკოსმა ისაუბრა იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე, რომელიც უწმინდესს მის შემოქმედებასთან ჰქონდა და გაამხილა, როგორ შეიქმნა პატრიარქისავე ავტორობით ცნობილი „ავე მარიას“ მისი ვერსია.
„როდესაც შენს ქვეყანაში შენს უწმინდესსა და უნეტარესს უყვარს შენი შემოქმედება, ამას სულ სხვა ფასი აქვს. მას უყვარდა ჩემი შემოქმედება, განსაკუთრებით გამოარჩევდა რამდენიმეს: ბახის არიას, ძალიან მოსწონდა შუბერტის „ავე მარია“ და განსაკუთრებით „დაისის“ უვერტიურა.
ერთ მშვენიერ დღეს მასთან სადილზე ვარ სტუმრად და მეუბნება: „ერთი თხოვნა მაქვსო“. დავიბენი და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვუთხარი – „ყურადღებით გისმენთ, თქვენო უწმინდესობავ“. „ავე მარიას შეასრულებდიო?“
ვუთხარი: „ავე მარია თქვენთვის არაერთგზის შემისრულებია-მეთქი“. „არაო, ჩემი ავე მარიაო“. ვუთხარი, „მიუხედავად ჩვენი ურთიერთობისა, მერიდებოდა თქვენთვის ეს მეთქვა-მეთქი“. მე წარმომიდგენია, ძალიან მაგარი გამოვაო და ლოცვა-კურთხევა იმ წუთში მომცა ამასთან დაკავშირებით.
მე შევუდექი მეცადინეობას ამ კომპოზიციასთან დაკავშირებით. მას ძალიან მოეწონა. მიხარია, რომ სიცოცხლის ბოლომდე უსმენდა, ასმენინებდა ყველას, ჩემს კონცერტებსაც ესწრებოდა. მე ძალიან ვამაყობ, რომ აღფრთოვანებული იყო ამ ვერსიით“, – გაიხსენა მუსიკოსმა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?ref=embed_video&v=1662813057075433

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თურქმა მეგობარმა გუგლის მეშვეობით ნათარგმნი სამძიმარი გამომიგზავნა“ - თემურ თათარაშვილი
⭕საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში - ფოტოგალერეა
წყარო: fortuna.ge