აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში იჭიდავებს და კარიერაში პირველი ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა და ფინალში იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდება.
სულამანიძე იაპონელ ძიუდოისტს აქამდე ორჯერ შეხვდა და ორჯერვე მოუგო.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 18:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: