
პირველ რიგში, ღმერთს მინდა, მადლობა გადავუხადო. ყველაფერი, რაც მაქვს, ყველაფერი რაც ვარ და ის ყველაფერი რაც ვიქნები, ღმერთის დამსახურებაა, - განაცხადა UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ. ეს კომენტარი მან ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ გააკეთა.
„დღეს ის გავაკეთე, რაც დაგეგმილი მქონდა. აქ ახლა ბევრი მშიშარა იმყოფება. არ ვიცი, ვინ არის ჩემთვის მზად, მაგრამ მე აქ ვარ“, - აღნიშნა თოფურიამ.
ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია. მან ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო...ეს არ უნდა მომხდარიყო...“ - დანა უაითი
⭕რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ