Digest Logo

ილია თოფურია მიმდინარე წლის ბოლომდე ორთაბრძოლას აღარ გამართავს – ჩემპიონის წარმომადგენლის განცხადება

1751452358
ილია თოფურია

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მორიგ ბრძოლას 2025 წლის ბოლომდე არ გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო TASS-ს მისი გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიაწოდა.

როგორც წარმომადგენელი აცხადებს, თოფურია ამ ეტაპზე დასვენებას გეგმავს და აქტიურ სპორტულ რეჟიმში დაბრუნებას მომდევნო წელს აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს (P4P) სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა. ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მესამე ადგილიდან რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

29 ივნისს ილია თოფურიამ ლას-ვეგასში მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი მებრძოლი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციის მეორე წონის ჩემპიონიც გახდა.

გაერთიანებულ რეიტინგში მესამე ადგილზეა მერაბ დვალიშვილი, რომელიც განახლებამდე მეორე პოზიციას იკავებდა, ხოლო მეორე ადგილზე გადაინაცვლა რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა, მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა მოუვა შენ ორგანიზმს 30 დღეში, თუ ყოველ დღე ცივ შხაპს მიიღებ? - კოტე თოდუას რჩევები

🎥 „პოლიციის გამოძახებას, სჯობდა სანიტარიული სამსახური გამოეძახებინათ“ - „სახალხო კონტროლის“ შოკის მომგვრელი კადრები ქობულეთში

🎥 „მგონია, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში...“ - ჯაბა კილაძე პროფესიაზე

წყარო: isport.ge