
UFC-ის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებით, მას ორგანიზაცია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა და მან დაბალი წონის ქამარი სწორედ ამიტომ დათმო.
28 წლის მებრძოლმა ერთი წონით ზევით გადასვლის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო. ქვემსუბუქ დივიზიონში კი მისი ქამრისთვის 13 აპრილს ერთმანეთს ალექსანდერ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი შეხვდებიან.
„არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი მოწინააღმდეგე მსუბუქ დივიზიონში. ერთადერთი ის ვიცი, რომ UFC-ი საჩემპიონო ბრძოლას დამპირდა და ისინი სიტყვას ასრულებენ. სწორედ ამიტომ დავთმე ჩემი ქამარი“, – განაცხადა თოფურიამ ესპანური საბრძოლო ორგანიზაციის, WOW-ს პრესკონფერენციისას.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია, მან წინა 16 დაპირისპირება მოიგო. ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი თოფურია 2024 წლის თებერვალში გახდა, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში ქამარი დაიცვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რთული თვეები მქონდა... სასწრაფო საოპერაციო გავხდი...“ - რა კადრებს ავრცელებს თიკა ჯამბურია?
🎥 „გამორჩეული და ულამაზესი...“ - თიკა ფაცაცია ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„მერწყულის ეპოქა სავსე და ღია იქნება ინფორმაციული აღმოჩენებით...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?
წყარო: 1tv.ge