
ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც 2003 წლის ხელისუფლების ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც პირდაპირ შეეხო განათლებას:
„საერთოდ ვისაც კი მტრობა უნდა საქართველოში, იგი იწყებს ბრძოლას უნივერსიტეტის, ეკლესიის და მწერალთა კავშირის წინააღმდეგ. უნივერსიტეტი ეროვნული ორიენტაციის განმსაზღვრელი იყო ყოველთვის, დაწყებული 1918 წლიდან ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჯერ პეტრე მელიქიშვილი და შემდგომ ივანე ჯავახიშვილი ჩაუდგა სათავეში მას. 13 წელიწადზე მეტი ვიყავი უნივერსიტეტის რექტორი, ამაზე მეტი არავინ არ ყოფილა ჯერ. „კმარას“ უკან იდგა საზოგადოება და ის იმართებოდა.იმ რამდენიმე ახალგაზრდასთან მე ვთანამშრომლობდი. ზოგი ისე წაახალისეს სიგლახეზე, რომ ყველაფერს კადრულობდნენ. ვიღაც ბავშვი შემოვიდა და მომცა ფურცელი, რომელზედაც ეწერა „უნდა გადადგეთ თქვენ. მე ძალიან კარგად ვიცოდი ვინც იდგა მათ უკან , მხოლოდ ამის გაგების შემდეგ გადავდექი თანამდებობიდან. დიდი საბჭო მოვიდა ჩემთან რომ დავბრუნებულიყავი, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, შემდეგ ზურაბ ჟვანია. უარი განვუცხადე მათ. შემდეგ დამიკავშირდა სააკაშვილი და მანაც მთხოვა, რომ დავბრუნებულიყავი, თავიდან უარზე ვიყავი, ბოლოს დავთანხმდი.
უნივერსიტეტი დაანგრიეს, შექმნეს 6 ფაკულტეტი 22-ის ნაცვლად. ერთ დღეში გაათავისუფლეს 1500 კაცი სამსახურიდან. ერთ-ერთი თანამშრომელი როცა მივიდა ხელფასის ასაღებად, არ მისცეს კუთვნილი ფული და უთხრეს რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. იმ ქალს გული იქვე გაუსკდა და დაიღუპა. სახლიდან მქონდა მიტანილი 65 ტომი ენციკლოპედიის. დაანგრიეს ბიბლიოთეკა, ივანე ჯავახიშვილის რუკები გააუქმეს. რუსთაველის კაბინეტი გააუქმეს და იმ ოთხში სადაც ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა, გვქონდა კაბინეტი მოწყობილი, მესამე სართულზე ესეც გააუქმეს. ამის ყურება ნებისმიერი კაცისთვის მძიმე იყო, მით უმეტეს იმისთვის, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა “, - ჰყვება როინ მეტრეველი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბომბარდირს ემღერება...“ - როგორ ღიღინებს გიორგი მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ?
⭕წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა - რას ამბობდა ალექსანდრე თოფურია 3 წლის წინ?