Digest Logo

🎥 „მამა რომ დაიღუპა დედა საკმაოდ ახალგაზრდა იყო...მთელი ცხოვრება მომიძღვნა მე და ამის დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია“ - როინ მეტრეველი მშობლებს ემოციურად იხსენებს

1739129704
როინ მეტრეველი

 ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა:

„აბასთუმანში ვარ დაბადებული ნამდვილად. ჩემი მშობლები სწავლობდნენ „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გეოგრაფია-გეოლიგიის ფაკულტეტზე. მამა იყო მეტეოროლოგი, დედა ჰიდროლოგი. ეს პერიოდი არის 1938 წელი და მამაჩემი გაამწესეს აბასთუმნის ობსერვატორიაში. ეს ყმაწვილი კაცი დანიშნეს მის დირექტორად დანიშნეს. 38-წელშივე შეირთო დედაჩემი და დედაც მეცნიერ-მუშაკად მუშაობდა აბასთუმანში. იმდენად პატარა ვიყავი აღარ მახსოვს არაფერი. 30 წლის რომ ვიყავი შემდეგ წავედი და მოვინახულე და ის სილამაზე აღდგა გონებაში.

5 წლისას მამა გარდამეცვალა. თუმცა მახსოვს მამა და ზოგიერთი დეტალი სწორედ მისგან ვისწავლე. მიყიდეს პატარა ავტომობილი, ეს ყველაფერი ჩემს მეხსიერებაში დარჩა. მამა რომ დაიღუპა დედა საკმაოდ ახალგაზრდა იყო, 26 წლის და ხანგრძლივი პერიოდი მომიხდა მასთან ერთად ცხოვრება. დედამ მკაცრად გამოიგლოვა მამა, ვიდრე მე ცოლი არ შევირთე შავები არ გაუხდია. დედაც აქტიურად ჩაება ჩემი შვილების აღზრდაში. მაინც ნაადრევ, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან მთელი ცხოვრება მომიძღვნა მე და ამის დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია“, - ჰყვება როინ მეტრეველი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბომბარდირს ემღერება...“ - როგორ ღიღინებს გიორგი მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ?

⭕წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა - რას ამბობდა ალექსანდრე თოფურია 3 წლის წინ?

🎥 „ლურსმნიანი ფიცრით ცემის შემდეგ, სისხლისგან დაცლილი, კორპუსის მე-7 სართულიდან გადააგდო...“ - ვაშლიჯვარში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის აღიარება