Digest Logo

„იმაზე ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვიდრე არასდროს“ - ლუის ენრიკეს კომენტარი

1778000328
ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

მიუნხენის „ბაიერნთან“ გასამართი ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი „პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.

„ერთ ბურთიანი ჩამორჩენა დღევანდელ ფეხბურთში არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორც „ბაიერნია“, ამიტომ წინ დიდი ბრძოლა გველის.

ამ მატჩში ისეთი ყურადღებიანი და კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს, სტუმრად ვთამაშობთ და თითოეულ წუთს ფასი ექნება.

მსგავსი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. კარგად მახსოვს, ნადალი ამბობდა, რომ ხოლმე, რომ ფედერერთან და ჯოკოვითან მატჩები მისთვის ყოველთვის ახალი გამოწვევა იყო და ასეთი დიდი თამაშებით ვითარდებოდა, ასეა ჩვენც შემთხვევაშიც“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი პარიზში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:4 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა მიუნხენში, 6 მაისს გაიმართება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მამა გაბრიელმა მითხრა: ის იქნება ბოლო წმინდანი საქართველოში და მოუფრთხილდიო“ - ექსკლუზიური დიალოგი პატრიარქის დაცვის უფროსთან

⭕„მზად ვართ ბრძოლისთვის...“ - ლაშა ბექაურის ოპერაცია წარმატებით დამთავრდა

⭕„საოცრად გამოიყურები“ - თამო ვაშალომიძე წითელ კაბაში ბრწყინავს

წყარო: lagazzetta.ge