
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად სასულიერო პირის მორიგი ქადაგებიდან ამონარიდს გთავაზობთ, სადაც იესო ქრისტეზე წერს:
„იმდენად დაიმდაბლა თავი ქრისტემ, რომ ჩვენ საჭმელად გვეძლევა
- ჩვენ ვჭამთ ქრისტეს ხორცსა და სისხლს,
და ვერ ვიაზრებთ, სინამდვილეში, რა საშინელების წინაშე ვდგავართ,
რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე,
მისი ეს სიმდაბლე, რომ მიიღეთ ჩემი სისხლი და ხორცი,
და ვინც ამას შეჭამს, მე მასში შემოვდივარ - აი, ამას უგულებელვყოფთ,
და ვაგრძელებთ ძველი კაცის ცხოვრებით ცხოვრებას,
ეს არის საშინელება, რაც ჩვენ გვჭირს,
და სწორედ ეს არის, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს,
და შინაურ ღმერთს, რომელიც ისე გაშინაურდა,
რომ საჭმელად გვეძლევა - ჩვენ შევურაცხყობთ ჩვენი ცხოვრების წესით...“, - წერს თეოდორე გიგნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ცვალებადი და კონფლიქტური სიტუაციაა...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან