Digest Logo

„იმედი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1713432840
იმედიიმედიიმედი

 ტელეკომპანია „იმედი“ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და ძალადობრივი სახე მიიღო. რადიკალური ჯგუფების პირდაპირი აგრესიის ფონზე, დღითი დღე შეუძლებელი ხდება პროფესიული მოვალეობის შესრულება და საპროტესტო აქციიდან ჩვენი მაყურებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
რადიკალური ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არის დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია „იმედის" წინააღმდეგ, რადგან ყველაზე რეიტინგულმა მედიამ ვერ შეძლოს და ზღვარგადასული აგრესიის ფონზე ვერ მოახერხოს პროცესების სრულფასოვანი გაშუქება.

ტელეკომპანია „იმედმა“ 16 აპრილს რეაგირებისათვის მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ არავის აღმოაჩნდა ნება, ხმამაღლა ეთქვა - ჟურნალისტური საქმიანობის ძალადობრივად ხელის შეშლას, ევროპულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც პოპულარობისა და წარმატებისათვისაა დაბადებული

როგორი ამინდია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი?

„რაც ამ კანონში ამოვიკითხე არის ის, რომ მატყუარა მედიასაშუალებებს შეუმცირდებათ დაფინანსება, ვინაიდან არც ერთ დონორს არ სურს სიცრუესთან და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ასოცირება“ - ვიქტორ წილოსანი