Digest Logo

„იმედია, ჩემს ქმრამდე არ მივა ეს ამბავი, თორემ მერე ნახოს მაგ გოგომ, რეალური ძალადობა რა არის“ - თამო ვაშალომიძე დოროყაშვილის ბრალდებას პასუხობს

1663163692
ნეკა თამო და ნიკოლოზი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოდელ ნეკა დოროყაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროცესზე მოწმის სახით ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი დაიკითხა.

საუბრის მიმდინარეობისას დოროყაშვილი ფოტომოდელ თამო ვაშალომიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებს.

„პრაიმტაიმი“ კომენტარისთვის თამო ვაშალომიძეს დაუკავშირდა, იგი ნეკა დოროყაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

„ეს მართლა თქვა? შოკში ვარ, პირი დამრჩა ღია. მე ქმარი მყავს, ორი შვილი, ოჯახი მაქვს. ცილისწამების გამო ღირსია, ვუჩივლო.

მე ამ გოგოსთან არანაირი შეხება არ მქონია, არც მის ქმართან. არც ერთს არ ვიცნობ, ინტერნეტსივრცეშიც კი არ მქონია არანაირი შეხება. ტელევიზიიდან ვიცი ინფორმაცია. როგორც ვატყობ ეს გოგო არაადეკვატურია, მე რა შუაში ვარ საერთოდ... როგორ ბედავს, რომ ჩემს სახელს ახსენებს. ამ თემაზე გავივლი კონსულტაციას ჩემს ადვოკატთან, ქმარი მყავს სამი წელიწადია, ორი შვილი მყავს, ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით, არავის არ ვეხები. იმედია ჩემს ქმრამდე არ მივა ეს ამბავი, თორემ მერე ნახოს მაგ გოგომ, რეალური ძალადობა რა არის“, - ამბობს მოდელი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘 ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა დედა და გზა ეკლესიიდან სექსიმბოლოობამდე - თამო ვაშალომიძის სიშიშვლეზე აგებული პოპულარობა

🔘„ტელეფონიც გამიტეხეს და ხდებოდა ბევრი ბინძური ხერხებით მანიპულირება“ - რატომ ტიროდა ქორწილის დღეს ირაკლი მაქაცარია და როგორ უშლიდნენ ხელს წყვილის ურთიერთობას

🔘„როცა შენ გვერდით სწორი მამაკაცია, გადადებული ფრენაც კი შეიძლება გადაიქცეს ვოიაჟად” - ნეკა დოროყაშვილი რჩეულზე

წყარო: primetime.ge