Digest Logo

ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა დედა და გზა ეკლესიიდან სექსიმბოლოობამდე - თამო ვაშალომიძის სიშიშვლეზე აგებული პოპულარობა

1663247679
თამო ვაშალომიძე

31 წლის მოდელი თამო ვაშალომიძე ყვითელი პრესისთვის ერთ-ერთ ღირებული სახეა, ის მუდმივად ახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. 

რა გზა გაიარა მან ეკლესიიდან სექსიმბოლოობამდე, როგორი დედა და ცოლია და რამდენ გახდა ჭორების საზმინე -  ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს  „დაიჯესტი“ გიამბობთ. 

სიშიშვლეზე აგებული პოპულარობა 

რამდენიმე წლის წინ მთელი თბილისი თამო ვაშალომიძის სექსუალურ ფოტოებზე ლაპარაკობდა. სიშიშვლის გარდა ყურადღება მიიპყრო მისმა პირადმა ცხოვრებამ და წარსულმა.  როგორც ის ამბობდა ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა.

ყველაფერი კი ოჯახური სირთულეების გამო დაიწყო, რის გამოც მან თავის მოკვლაც სცადა, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა და ეკლესიაში სიარული დაიწყო. ეკლესია მოეწონა და სურვილი გაუჩნდა მედავითნე გამხდარიყო, იმისთვის რომ საჭირო რელიგიური ლიტერატურა შეეძინა, დამლაგებლად მოეწყო. ისწავლა ნუსხურ-ხუცური და ტაძარში მსახურობდა. სურდა, მონასტერში წასულიყო, თუმცა, მისი გეგმები შეიცვალა და უბრალო და მოკრძალებულ მედავითნედან სექსუალურ მოდელად გადაიქცა. 

 

ამას მოჰ­ყვა სკან­და­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა დე­დას­თან, რო­მელ­მაც შვი­ლი სა­ტა­ნას შე­ა­და­რა, თუმ­ცა ისი­ნი მოგვიანებით მაინც შე­რიგ­დნენ. თამო ვა­შა­ლო­მი­ძე სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავს და ცვლი­ლე­ბე­ბი გა­რეგ­ნო­ბა­ში ყვე­ლას­თვის შე­სამ­ჩნე­ვია.

პირადი ამბები

მოდელმა გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ და თავისი ცხოვრების მძიმე დღეები გაიხსენა, როცა დაკლებული ხელფასის გამო ბინის ქირა სრულად ვერ გადაიხადა და დიასახლისმა ის სახლში არ შეუშვა.

„50 ლარი დამაკლდა. რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად და იმ თვეში დაბალი ხელფასი ავიღე. ვთხოვე, 15 დღეში დაგიმატებ-მეთქი. ასე მიპასუხა, გასაღები მომეცი და როცა ფული გექნება, მაშინ შეხვალ სახლშიო. გამომაგდო სახლიდან ღამით 3 საათზე, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, აღარც გზის ფული მქონდა, იანვარი იყო. თოვდა. მეტროც აღარ მუშაობდა. ფეხით წავედი სამსახურამდე და გათენებამდე ველოდი, როდის გაიხსნებოდა. სხვათა შორის, ამ სახლის პატრონებს რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდი. მითხრეს, დაგვინგრიეს ის სახლიო… ადამიანებს უკან უბრუნდებათ ყველაფერი ცუდი“,- ამბობდა თამო ვაშალომიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ოჯახი

თამო ვაშალომიძეს 2 შვილი ჰყავს - პირველი შვილი სოფიაა. სოფია უკვე 4 წლისაა, მაგრამ საზოგადოებამ მისი მამის ვინაობა ამ დრომდე არ იცის. 

კულუარებში საუბრობენ, რომ ის ბიზნესმენია, რომელსაც ჰყავს ოჯახი, მაგრამ ამავდროულად, სრულად აქვს პასუხისმგებლობა აღებული შვილზე.

თამოს მეორე შვილი ბიზნესმენ აკა სამხარაძესთან ჰყავს.

წყვილი დიდი ხანია ერთად ცხოვრობს, თუმცა ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ სთხოვა აკამ ხელი. მაშინ, როცა იბიცაზე თამოს დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ. 

 

 

 

თამო ვაშალომიძის სახლი

 

სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი

როგორც თამო ვაშალომიძე ერთ-ერთ გადაცემაში ჰყვება, მასზე 21 წლის ასაკში სექსუალურად იძალადეს. 

 

სკანდალები

ერთ-ერთი ხმაურიანი სკანდალი ცოტა ხნის წინ მოხდა. მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ მეუღლესთან ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დავაში თამო ვაშალომიძე შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია.

რაზედაც მოდელმა საკმაოდ აგრესიულად უპასუხა და ურჩია, ეს ამბავი მისი ქმრის ყურამდე არ მისულიყო, რათა ამ ამბავს ცუდი გაგრძელება არ მოჰყოლოდა.

„იმედია, ჩემს ქმრამდე არ მივა ეს ამბავი, თორემ მერე ნახოს მაგ გოგომ, რეალური ძალადობა რა არის“ - უპასუხა თამო ვაშალომიძემ დოროყაშვილის ბრალდებას 

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

🔘სასიყვარულო რომანებსა და სკანდალებში გახვეული სალომე ჭაჭუას ამბები

🔘სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი