
კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და ტელეკომპანია „იმედიდან“ წასული თანამშრომლების შესახებაც განცხადება გააკეთა.
„იმედიდან წასულებზე, იცი რაზე მწყდება გული? ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ შეშფოთდნენ, აი ამაზე მეცინება. ეს არის ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი რყევის დროს ფიქრობენ, ვაიმე სად გადახტნენ, რომ კიდევ სადღაც, სხვა სამსახური არ გამორჩეთ და იქაც უხელფასოდ არ დარჩნენ. არასოდეს მასე არ მიფიქრია, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ვიყო იქ, სადაც მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო. მე თუ ვიღაცის მრწამსს და პოლიტიკას არ ვეთანხმები, მე იქიდან ლარს არ ავიღებ ხელფასს. „აქამდე, მიჭირდა და ხელფასს ვიღებდი, დღეს კი აღარ მინდა, აღარ მომწონს“ - რომელია ჩვენ შორის უფრო ცუდი, ის რომელიც ვთქვათ ეთანხმება პოლიტიკა, შეიძლება ცუდს, ბოროტს მაგრამ, ვეთანხმები სუფთა გულით, იქიდან აღებულ ხელფასს ვიღებ და ვირგებ. მაგრამ, მე თუ შენს პოლიტიკას არ ვეთანხმები, მძულხარ და შენს ფულს ვიღებ - ვინ არის კარტოფილზე და ხახვზე გაყიდული, მე თუ ის, ვინც ძალიან ტკბილად იყო ჩამჯდარი და ყველა ფული ჯიბეში ჩაიდო? ამიტომ, სანამ გაყიდულებზე დაიწყებენ ლაპარაკს მონებზე, მონა ისაა, როდესაც რაღაცის გაკეთება არ უნდა და ფულის გამო აკეთებს. მე რასაც მინდა ფულის გამო არ ვაკეთებ, მომწონს რასაც ვაკეთებ და ამაში ვიღებ ხელფასს“,- ამბობს ნინო ნადირაძე.
ვიდეო ნახეთ აქ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს ყველაფერი ახლა ცუდად მახსენდება და ვნანობ...“ და-ძმა კენჭიაშვილების მხიარული ინტერვიუ