Digest Logo

„ინსპირაცია მშობლების თაობა იყო, ბიძაჩემის პროტოტიპია ნუგზარა...“ - „კეთილების“ კეთილი პრემიერა ახლოვდება

1676985365
ტოპე და ტანჯულა კინოში

„ტოპეე ვარ ბლაატ, სტოპი ალ მააქვს...“ „ჩემი სახელი ტანჯულა, ბრატუხა...“ „ზეცას შახენეო აპარეკა, ტოპე დათვიჯრისკენ იტოლებაა...“ „ამაში თუ ღმერთის ხელი არ ურევია ახლა...“ „ღმერთმა რომელიც რომ ყოფილიყოს ჩვენი, ჩვენი ყველასი...“ „შენი დედის სოფელი მო###ან ლუიზა დარბაიძე...“ - ამ და სხვა ფრაზებით ფილმი „კეთილები“ მაყურებლის გულს იპყრობს. ყველაზე რეიტინგული სერიალის ხილვა ახლა უკვე კინოთეატრებში შეგეძლებათ.

გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ სტუმრად სერიალის მსახიობები - გიორგი ჩუბინიძე (ტოპე) და აკაკი დარბაიძე (ტანჯულა) არიან.

მათ განვლილ გზაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამხელა წარმატებას არ ელოდნენ.