Digest Logo

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც ნამდვილ სიყვარულს 2023 წლის გაზაფხულზე შეხვდებიან

1676960487
წყვილი და სიყავრული

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ის სამი ნიშანი, რომლებიც ნამდვილ სიყვარულს 2023 წლის გაზაფხულზე შეხვდებიან და სასიამოვნო თავგადასავალს შექმნიან:

„კოსმიური პორტალი იხსნება და სურვილი ახდება“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან დღეზე

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

კუროს ცხოვრებაში ნანატრი ცვლილებების დრო დგება. ასტროლოგების თქმით, 2023 წლის გაზაფხულზე ყველა შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ და რომანტიკული თავგადასავალი შექმნათ. მნიშვნელოვანია, რომ არ შეგეშინდეთ და სიახლეებისთვის მზად იყოთ. აიღეთ პასუხისმგებლობა და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. თქვენთვის საინტერესო ადამიანი შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად გამოჩნდეს, ან იმავე წრეში იყოს, სადაც ხართ, მაგრამ ადრე ყურადღებას არ აქცევდით. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერესსა და დაახლოების სურვილს იგრძნობთ. ნუ შეუშინდებით თქვენი რუტინის დარღვევას და ცხოვრებაში სიყვარულსაც სათანადო დრო დაუთმეთ.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი მიხვდება, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის უკვე მზადაა. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად დაუახლოვდეთ ადამიანს, რომელთანაც ნაცნობობა ადრეც გაკავშირებდათ. თუმცა, ახლა იგრძნოთ, რომ ის მოგწონთ და ბევრი საერთო თვისება გაქვთ. თუკი ვინმე თქვენ მიმართ ყურადღებას გამოხატავს, ნუ უგულებელყოფთ და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ. არ თქვათ უარი მეგობრებთან შეკრებაზე, ღონისძიებებზე, წვეულებებზე წასვლაზე. შესაძლოა, სწორედ იქ დაიწყოს ურთიერთობა, რომელიც მომავალში ბევრ ბედნიერ დღესა და სასიამოვნო თავგადასავალს მოგიტანთ.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის გაზაფხული შესანიშნავი დროა, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყონ. ასტროლოგების თქმით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როცა ყველა შანსი გაქვთ, რომ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ. წელიწადის ამ დროს ყველაზე გამორჩეული, თავდაჯერებული და ძლიერი იქნებით და თქვენი ეს ენერგია შეუმჩნეველი არ დარჩება. დროა, ცხოვრებაში სიახლეები შემოიტანოთ, გადადგათ გაბედული ნაბიჯი და დრო სიყვარულსაც დაუთმოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ის, ვინც სინამდვილეში ფოტო გადაიღო, იჯდა გაცქნაფული და არ გამომექომაგა, და ის იყო მონაზონი - და მე მწირავდა უსამართლობისთვის“ - დედა სიდონია

🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

🔵რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ წარმატება მოვიზიდოთ?

წყარო: www.beaumonde.ge