Digest Logo

„6 ქართველი მღვდელი გადაიპარა მექსიკის საზღვრიდან აშშ-ში“ - რას წერს ილია ჭიღლაძე

1676962197
დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში იმ ეკონომიკური პრობლემების შესახებ წერს, რომლებიც საქართველოში სასულიერო პირებს გააჩნიათ. მისი თქმით, ყველა ანაფორიანი მდიდარი არ არის და უფრო მეტიც, მღვდლებს სამშობლოდან წასვლა უწევთ, რომ ოჯახი არჩინონ.

🔵საპატრიარქო წმინდა სინოდის განჩინებას ავრცელებს

„ამ ბოლო დროს 6 ქართველი მღვდელი გადავიდა-გადაიპარა მექსიკის საზღვრიდან აშშ-ში. რა თქმა უნდა, დიდი გაჭირვების გამო. შიოლაშვილის საპატრიარქოს მიერ შექმნილი მახინჯი სისტემის წყალობით გაუბედურებული მღვდლები გარბიან ამერიკაში, ისრაელში და ევროპაში საარსებო წყაროს და სამუშაოს საშოვნად. საპატრიარქო და ეპისკოპატი, ასევე მათთან ერთად მღვდლების მცირე ნაწილი კი აგრძელებს ფარაონულ ცხოვრებას მორჭმით და განცხრომით.

კიდევ მეტი მღვდელი უნდა გაიქცეს თავის საშველად! ნუ იქნებით ეპისკოპოსთა და საპატრიარქოს მონები, მღვდლებო! მე ამას საეკლესიო ტრეფიკინგი ვუწოდე და ვინ თუ არა თქვენ, ამ მახინჯი ფსევდო-საეკლესიო სისტემის მიერ ჩაგრულნი უნდა მიხვდეთ ამ შეფასების მწარე სიმართლეს.

მართალია რეგვენ ობივატელ ქართველს ყველა ანაფორიანი მდიდარი ჰგონია და ესენი ვერც მღვდელს და ეპისკოპოსს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან და მღვდლებს შორის არსებული ფინანსურ-თანამდებობრივი სხვაობებიც ჩინურია ამათთვის, მაგრამ ეს უკვე უმნიშვნელო და მეასე ხარისხოვანია, იმასთან შედარებით, რასაც ასობით ჩაგრულ-გასაცოდავებული და დამშეული დიაკონი, მღვდელი და მათი ოჯახები განიცდიან საქართველოში.
ახლა ვრცელდება 11 შვილის მამა მღვდლის გაჭირვების და უბედურების ინფო: მის ერთ-ერთ შვილს, 8 წლის გოგონას სიმსივნე აღმოაჩნდა და დავეხმაროთო, იხვეწებიან. და რატომ უნდა გაუხდეს საქმე სამათხოვროდ მღვდელს შვილის სამკურნალო თანხა, როდესაც მილიონებში და მილიარდებში იხრჩობა მისი სულიერი მამა და მმართველი პატრიარქი ილია მეორე და მისი საპატრარქო?! ამ მღვდელს პირადად ვიცნობდი და ერთ ეპარქიაში ვიყავით ოდესღაც და ფრენდებშიც მყავდა და ამოვუშლივარ ამ ბოლო წლებში. ხოდა ახლა რა მაინტერესებს: ნეტავ თუ ხვდება რა დეგნერატი და მონაა ამ უღმერთო ფსევდო საეკლესიო სისტემისა?! რა გაწირული და ფეხებზე დაკიდებული?!“, - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ის, ვინც სინამდვილეში ფოტო გადაიღო, იჯდა გაცქნაფული და არ გამომექომაგა, და ის იყო მონაზონი - და მე მწირავდა უსამართლობისთვის“ - დედა სიდონია

🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

🔵რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ წარმატება მოვიზიდოთ?